Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2015–2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო  ნაშრომების წინასწარი და საჯარო დაცვის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2011 წლის 28 იანვრის სხდომაზე დამტკიცებული „თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის წესის“ საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    2015– 2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების წინასწარი დაცვა გაიმართოს 2016 წლის 15 ივნისიდან 2016 წლის  25 ივნისის ჩათვლით.
2.    2015– 2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების საჯარო დაცვა გაიმართო 2016 წლის  8 ივლისიდან  19 ივლისის ჩათვლით.
3.    ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
4.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
5.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანის მოვალეობის შესრულებელი         /ნანი გაფრინდაშვილი/